კალიფორნიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს რეიდი, რომლის ფარგლებშიც 35 გატაცებული მანქანა იპოვეს. მათ შორის იყო ისეთი მოდელები როგორიცაა – Aston Martin, Bentley, Porsche, BMW, Jaguar და ერთიც Chevrolet Corvette C8. მოპარული მანქანების საერთო ღირებულება 2,3 მილიონი დოლარია.
პოლიციის ინფორმაციით, ამოღებული ავტომობილები კერძო სახლის ტერიტორიაზეა განთავსებული და ეს სახლი, კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, რომ ბოროტმოქმედებმა სხვადასხვა თაღლითური სქემები გამოიყენეს და მათი მსხვერპლები ხშირად ხდებოდნენ ადგილობრივი სადილერო ცენტრები. გარდა მდიდრული ავტომობილებისა პოლიციამ სახლში აუარებელი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღო. სპეც-ოპერაციისთვის სამართალდამცავები მთელი 2 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.