რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს კვარტეტ „სიონის“ წევრი – გიგა მექერიშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს კვარტეტის ახალი ნამუშევარი „პოპური ქალებს“ წარუდგინა.
გიგა, როგორია კვარტეტ „სიონის“ შემოქმედებაში არსებული სიახლეები და სამომავლო გეგმები?
გაზაფხული მოდის და შესაბამისად, საკმაოდ ბევრი კონცერტია ჩანიშნული. ასევე, იქნება ახალი სიმღერები. სიახლეებს ეტაპობრივად მოგაწვდით.
რამდენი წელია, რაც თქვენი კვარტეტი არსებობს?
საკმაოდ დიდი ხანია, რაც კვარტეტი არსებობს, თუმცა ახლა უფრო აქტიურად ვიწყებთ სტუდიური ჩანაწერების გაკეთებას.
ვისაუბროთ ნამუშევარზე „პოპური ქალებს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს არის ოთარ რამიშვილის და მიხეილ კოსკაძის სიმღერებისგან შემდგარი სამ სიმღერიანი პოპური.
როგორ შეარჩიეთ პოპურში შემავალი სიმღერები, საიდან მოვიდა იდეა?
ამ სიმღერებს სამეგობროში სულ ვმღეროდით და მერე, გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეწერა.
კვარტეტი სიონი – პოპური ქალებს
გადაცემის ჩანაწერი