ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელი ამრ ვარდა სექსუალურ სკანდალში გაეხვა აფრიკის თსზე. ნახევარმცველი სოცქსელებში გოგონას წერდა, თან სასქესო ორგანოს ფოტო გაუგზავნა.
მოდელი მერხან კელერი მაშინვე მოყვა მომხდარზე – მეორე დღეს ვარდა ნაკრებიდან გააგდეს. როდესაც ისტორია ჩაწყნარდა, თანაგუნდელს მხარში დაუდგა მოჰამედ სალაჰი – ვარდა ნაკრებში დააბრუნეს.
სოცურთიერთობების ევოლუციის ახალი ეტაპი.
ეგვიპტელი ნაკრებიდან გააგდეს - ის გოგოებს აწუხებდა და პენისის ფოტო გაუგზავნა
კელერმა სალაჰის მოქმედებაზე კომენტარი გააკეთა:
„ეს ადამიანი ღმერთია ეგვიპტეში. პირდაპირი მნიშვნელობით. მას ისე არ ექცევიან, როგორც უბრალოდ ფეხბურთელს. ის ღმერთია და არ შეიძლება ცდებოდეს. ამის გამო საფრთხეში ვარ. არ შემიძლია სამშობლოში დავბრუნდე. ხალხი ქუჩაში თავს მესხმის. თქვენ იცით როგორები არიან საფეხბურთო ფანები, მაგრამ ეგვიპტელები ასჯერ უარესები არიან“.
გოგონა, რომელსაც ასობით ფოტოსესია აქვს და ინსტაგრამზე 240 მილიონი გამომწერი ყავს, ამბობს, რომ სალაჰს შეეძლო გუნდელისთვის მხარდაჭერა პირად საუბარში გამოეთქვა და არ გაესაჯაროებინა.
მოგვიანებით გოგონამ ინსტაგრამზე პროფილი გააუქმა.
ვნახოთ რა გაგრძელება მოყვება ამ ამბავს, მანამდე კი ეს გოგონა დავათვალიეროთ, ვის გამოც ასეთი ამბავი ატყდა.