მომღერალი სალომე კორკოტაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული უცხოელი გახდა. ქორწილის ფოტოები სალომეს ოფიციალურ გვერდზე ახლახან გამოჩნდა. მომღერალს მისალოცად დავუკავშირდით.
სალომე კორკოტაშვილი:
მადლობა მოლოცვისთვის. ჩემმა ქმარმა მთხოვა, არ მინდა პოპულარობაო (იღიმის). და ვცდილობ, რომ ეს თხოვნა შევუსრულო. შოტლანდიაში გვქონდა ქორწილი. ჩემი ქმარი არის 34 წლის და ჰქვია რიჩარდი. ძალიან ბედნიერები ვართ (იღიმის).
ნინო მურღულია