მამაკაცის ახალი პარფიუმის UOMO-ს პრეზენტაციისთვის, იტალიურმა ბრენდმა Salvatore Ferragamo-მ ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოაცხადა. Scent of Life Talent Award-ს ორგანიზატორებმა კონკურსის მონაწილეებს მხოლოდ ერთი პირობა წაუყენეს – ფოტოგრაფიის საშუალებით მაქსიმალურად ზუსტად უნდა გადმოსცენ იტალიური სტილის სული.
კომუნიკაციის, დიზაინის და ფოტოგრაფიის პროფესიონალი ჟიურის წევრები კონკურსანტების პროფესიონალიზმს, ნამუშევრების ესთეტიკას და კომპოზიციური ჩანაფიქრის არტისტიზმს შეაფასებენ. ათი საუკეთესო ნამუშევარი Milano Design Week-ზე იქნება წარდგენილი, სამი გამარჯვებული კი, 2017 წლის აპრილში გაემგზავრება მილანში დიზაინის კვირეულზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2017 წლის 31 დეკემბრამდე საკუთარი ნამუშევრების საიტზე parfums.ferragamo.com გამოქვეყნება.