LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო კარის თამაშები გარდაცვლილ პერსონაჟს გააცოცხლებს

36

რეჟისორები და სცენარის ავტორები არ კმაყოფილდებიან იმ რეიტინგით, რომელიც უკვე მოიპოვეს და ყოველ სეზონზე ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობენ.

 

მეექვსე სეზონიდან სცენარისტები გააცოცხლებენ პერსონაჟს, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პერსონაჟი უნდა ყოფილიყო სანდორ კლიგანი, იგივე ქოფაკი, რომელიც არია სტარკმა დაჭრილი და სისხლისაგან დაცლილი მიატოვა მთებში. რის შედეგადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მისი გადარჩენა არავის გაუკვირდებოდა.

 

როგორც ირკვევა, იდუმალი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს დაუბრუნდება ნედ სტარკია. თუმცა, ნაჩვენები იქნება მისი ბავშვობა. ასე რომ, შონ ბინის გამოჩენას არ უნდა ველოდეთ. აქვე გეტყვით, რომ მეექვსე სეზონი ტელეეკრანებს 2016 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდება, მანამდე კი წინ მთელი მეხუთე სეზონი გველის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები