LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონში ინდური კინოს ვარსკვლავი გამოჩნდება

26

„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონის მსახიობთა შემადგენლობა ყველაზე მასშტაბური იქნება სერიალის ისტორიაში. ამ დღეებში არსებული ქასტი კიდევ ერთი მსახიობით გაიზარდა – მე-6 სეზონში ინდური კინოს ვარსკვლავი ნილ ნიტინ მუკეში გამოჩნდება.

33 წლის მუკეშს მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ ინდურ ფილმში. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანის ყურების დროს დაინტერესდა სერიალის ტრიუკების დირექტორი გრეგ პაუელი  და ინდოელი მსახიობი თავის პროექტში მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონის პრემიერა 2016 წლის გაზაფხულზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები