სამგზავრო თვითმფრინავ A380-ს ფრენის დროს ძრავი დაუზიანდა, თუმცა ამას მშვიდობიანად დაფრენისთვის ხელი არ შეუშლია. შემთხვევა ავიაკომპანია Air France-ის პარიზიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით მიმავალ რეისზე მოხდა. დაზიანებული ძრავის ფოტო მზგავრებმა გადაიღეს და ბუნებრივია, ქსელშიც გაავრცელეს. შემთხვევამ ბორტზე მცირე პანიკა გამოიწვია, თუმცა ბორტგამცილებლებმა მზგავრები მალევე დაამშვიდეს და ხომალდმა დანიშნულების ადგილამდე ყოველგვარი გართულების გარეშე ჩააღწია.