LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ევროპა მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ: დიდი ქალაქები საპროტესტო ტალღამ წალეკა

105
Screenshot_1

გასულ შაბათ-კვირას ათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში სლოგანით — „სამხრეთ ევროპა გადამეტებული ტურიზმის წინააღმდეგ“.

როგორც The Guardian-ი წერს, დემონსტრანტები ითხოვენ ტურისტების ნაკადის შეზღუდვას, რაც მათი თქმით, საცხოვრებლის ფასების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროვებას იწვევს.

პროტესტის მთავარი კერები:

ბარსელონა
ქალაქში, სადაც 1.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და წლიურად 26 მილიონი ტურისტი ჩადის, აქტივისტებმა ბრენდული ბუტიკები დააზიანეს.

იბიცა
ქუჩაში 8,000-მდე ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ინგლისურენოვანი ნიშნების შემოღება და ვილების წყალმომარაგების ზედმეტი ხარჯები.

ვენეცია
დემონსტრანტებმა ფაქტობრივად, ჯეფ ბეზოსის ქორწილი ჩაშალეს, რაც ახალი სასტუმროების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლის ნაწილად იქცა.

მიუხედავად პროტესტისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმი რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იტალიისთვის ის მთლიანი შიდა პროდუქტის 10.8%-ს შეადგენს.
ამ ქვეყნების მთავრობებიც ცდილობენ ინდუსტრია მაქსიმალურად მოაწესრიგონ: მაგალითად, ბარსელონაში 2028 წლიდან ტურისტებს ბინების დაქირავება აეკრძალებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები