LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეა რუსეთში ავტომობილებისთვის ნაწილების მიწოდებას კრძალავს

145
car-parts

სამხრეთ კორეა რუსეთში საავტომობილო ნაწილებს აღარ გაგზავნის. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტის აკრძალვა 57-დან 798 პოზიციამდე გაიზრდება. 28 აპრილიდან სამხრეთ კორეაში უფრო მკაცრი კონტროლი დაიწყება და შეზღუდვა მანქანათმშენებლობის სფეროსაც შეეხება.

თავდაპირველად სია, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში შეადგინეს, 57 სავაჭრო პოზიციას მოიაზრებდა და მათ რიცხვში ავტომობილები არ ყოფილა. ახალ სიაში კი ერთი ვერსიით საავტომობილო ნაწილები, მეორე ვერსიით თავად ავტომობილები მოხვდნენ. კონკრეტულ ჩამონათვალს სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტრო ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს.

ასეა თუ ისეა, სიაში მოხვედრილი ნივთების ექსპორტირებისთვის მთავრობისგან სპეციალური ნებართვის მიღებაა საჭირო.

შეზღუდვის დაწესება კი იმ ფაქტით აიხსნება, რომ სამხრეთ კორეიდან ექსპორტირებული ნივთები რუსეთმა საომარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები