LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში ჰუმანოიდი რობოტი ბუდისტ ბერად აკურთხეს

126
ქირიას NEWS შაბლონი

სამხრეთ კორეაში, სეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუდისტურ ტაძარში ჰუმანოიდმა რობოტმა ბერად კურთხევის ცერემონია გაიარა და ოფიციალურად გახდა ბუდისტური თემის წევრი.

გამოცემა The Korea Times-ის ინფორმაციით, ცერემონიის დაწყებამდე რობოტს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა საკუთარი თავი წმინდა მოძღვრებისთვის მიეძღვნა. თანხმობის შემდეგ სულიერმა მოძღვარმა მას სპეციალურად ჰუმანოიდისთვის ადაპტირებული ხუთი ბუდისტური მცნება გააცნო.

მცნებები მოიცავდა სიცოცხლის პატივისცემას, სხვა რობოტებისთვის ზიანის მიუყენებლობას, ადამიანების მოსმენას და მათთან კამათისგან თავის შეკავებას, ტყუილისგან თავის შეკავებას, ასევე ენერგიის დაზოგვას და ზედმეტი დამუხტვის თავიდან აცილებას.

რობოტს ბუდისტური სახელი – „გაბი“ მიანიჭეს. ტაძრის წარმომადგენლების განმარტებით, ეს სახელი სიტყვა „მოწყალებას“ უკავშირდება და ბუდისტური თანაგრძნობის იდეის გამოხატვას ემსახურება.

ბერმა სონ ვონმა აღნიშნა, რომ სახელის შერჩევისას ცდილობდნენ, ის მარტივი, თანამედროვე და ამავე დროს სულიერი მნიშვნელობის მატარებელი ყოფილიყო.

ცერემონიის დროს გაბი ბერის ტრადიციულ სამოსში იყო გამოწყობილი, ბერებს თავს უკრავდა და რიტუალის ფარგლებში სკვნილიც მიიღო. ტრადიციული წესისგან განსხვავებით, რომელიც საკმეველთან ხელის სიმბოლურ მოწვას გულისხმობს, რობოტს სპეციალური სტიკერი დააკრეს.

გამოცემა The Korea Herald გაბის სამხრეთ კორეის „პირველ რობოტ ბერს“ უწოდებს. ტაძარში აცხადებენ, რომ მომავალში ის „საპატიო ბერის“ სტატუსით სხვადასხვა რელიგიურ აქტივობაშიც მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები