LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეგვიპტეში

71

 

Ardaidardo.Ge26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ ქართული ფოლკლორული კონცერტის ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება საქართველოსა და ეგვიპტის ურთიერთობებში და ამავე დროს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.

 

ანსამბლი დიდი ხანია ემზადება ამ კონცერტისთვის, ისინი ვრცელი შერეული პროგრამით მიდიან ეგვიპტეში. წარმოდგენილი იქნება პოპულარული ცეკვები ანსამბლის რეპერტუარიდან: ქართული, ხორუმი, სამანი, სვანური, ლაზური, ნანილა, ხევსურული, სამაია, ჯუთა, ილოური, ხანჯლური, დავლური, კინტოური, სინდი და სხვა.

 

ქართული ეროვნული ბალეტი, ცნობილი როგორც სუხიშვილები, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლს ჩატარებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები