LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიტყვა სექსუალური არა კომპლიმენტს, არამედ დედის გინებას ნიშნავს…“

44

დათო კოვზირიძე, მძიმე კაცი, აქვეყნებს სტატუსს სექსის ტრადიციებზე საქართველოში, ქალიშვილობის ინსტიტუტზე და მიიჩნევს,რ ომ მის ახალგაზრდობაში სექსის ამბავი არ იყო მოგვარებული.

„ეროვნული სექსის აღვირახსნილი კდემამოსილება
გიყვარს? არა, ვტ…ვ“ – ხალხური
ჩემს ახალგაზრდობაში, რომელიც, სამწუხაროდ, ოთხმოცდაათიან წლებს დაემთხვა, სექსის ამბავი ვერ იყო მოგვარებული. მაშინ ამ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სულ რამდენიმენაირი გზა არსებობდა: მასტურბაციაყველაზე მარტივი და უდანახარჯო, მეძავებისულ რამდენიმე იყო ქალაქში, შესახედავადისე რა, მოტივაციითისე რა და პროფესიონალიზმშიცისე რა, „რუსები“ – რაშიც იგულისხმებოდა ყველაფერი, რასაც ქერა თმა ჰქონდა და მოძრაობდა და შეყვარებულებიაქ სექსზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი მანამ, სანამ ჯერ არ გაიგებდი ყველა საერთო ნაცნობის ვინაობას და მერე მის ოჯახში „ვეფხისტყაოსანს“ და ჭადრაკს არ შეიტანდი. ეს ტრადიცია მანამდეც არსებობდა კარგა ხანს და ამიტომ მთელი თაობები დაოჯახდნენ ისე, რომ სექსი არ ჰქონიათ. წარმოიდგინეთ? ჰო, ძნელი წარმოსადგენია და ზუსტად ამის შედეგია – „გიყვარს? არა, ვტ…ვ, ანუ ზუსტად მაშინ დაკანონდა, რომ თუ სექსი გაქვს, არ გიყვარს და თუ გიყვარს, სექსი არ გაქვს. ისე, ფროიდს რომ ეს გაეგო, არცკი ვიცი, რას იტყოდა. ან იტყოდა თუ არა რამეს საერთოდ.

სწორედ მაშინ შეიქმნა ყველაზე სასაცილო ინსტიტუტი მსოფლიოს ისტორიაშიქალიშვილობის. ეს ინსტიტუტი გარედან კი სასაცილოა, მაგრამ თუ შიგნით შევიხედავთ და დავფიქრდებით, რამდენჯერ მომხდარა ყველაფერი არასწორად ამის გამო, მაშინ ცოტა დასერიოზულება მოგვიწევს. მაგალითებს ნუ ჩამომათვლევინებთ, ყველამ ვიცით ისტორიები ამ ციკლიდან.

საქართველო მხოლოდ ზემოხსენებული ეროტიკული კატაკლიზმების გამო არაა უნიკალური ქვეყანა, რადგან ჩვენ ძალიან უცნაური რაღაც გვაქვს კიდევ გაკეთებულიჯერ დავლეწეთ და მერე გავაქრეთ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სექსშოპი, შემდეგ კი ჟურნალი „პლეიბოი“ დავხურეთ ამაყად. საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიტყვა სექსუალური არა კომპლიმენტს, არამედ დედის გინებას ნიშნავს. სხვაგან, ალბათ, არსად სთავაზობენ მეძავები კლიენტებს „უკომპლექსო“ სექსს. იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სექსის ეს სახეობა, ლოგიკური იქნება, ჯერ გავარკვიოთ, რა არისკომპლექსიანისექსი, თუმცა ამ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია...

გინახავთ, როგორ ყიდულობენ თბილისის აფთიაქებში პრეზერვატივს? რამხელა განცდები, რამხელა ფერთა პალიტრა სახეზე, რამხელა ფანტაზია სიტყვა პრეზერვატივის ჩანაცვლებისას. და ის, ფილმი „ჭამა და სექსი“ რომ გამოვიდა და სალაროებში ასე რომ კითხულობდნენჭამა და იმაზე ბილეთები გაქვთ? და ის, საქართველოში რომგეიებიარ არსებობენ? და ის, სადმე ოდნავ თხლად ჩაცმული ლამაზი გოგოს ფოტოს რომ ნახავენ ინტერნეტში და ნათესავს რომ არ უტოვებენ უგინებელს ზეაგრესიული, ზემორწმუნე, ზევაჟკაცი და ზეონანისტი ყმაწვილები? და ის, ცოლქმარს ფაქტობრივად აღვირი რომ უკეთიათ ლოგინში და საკმარისია, რომელიმეს ეს აღვირი ოდნავ აეხსნას, ანუ პატარა იმპროვიზაციას მიმართოს, საპასუხო იმპროვიზაციას კი არა, სილას რომ იღებს უწმინდურ ლოყაში? და თითქმის ყველა იმ თაობის ქართველის მამა რომ ალა პუგაჩოვასთანაა ნაგულავები? ისე, საცოდაობა არაა, ზემოხსენებული ფროიდი ამ ეპოქის საქართველოში რომ არ ცხოვრობდა? რამხელა მასალა ნიავდება ტყუილად. თუმცა ის რომ აქ დაბადებულიყო, რაღაც მომენტში მაინც მოუწევდა ბავშვობაში ოცდაათი შეზარხოშებული ტიპისთვის პასპორტის ჩვენება, თან სკამზე დამდგარს, ან ერთხელ მაინც იტყოდა ანდაზად ქცეულ სიტყვებსმაგ გოგოს არავინ გაეკაროს, განაბის ცოლისდაა“ – წერს დავით კოვზირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები