საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალენდარი ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფურ ეტაპზე ცნობილია.
ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით გუნდი პირველ მატჩს 31 აგვისტოს ლიტვასთან გამართავს.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების კალენდარს ევრობასკეტი 2017-ზე:
31 აგვისტო
ლიტვა-საქართველო
2 სექტემბერი
საქართველო-გერმანია
3 სექტემბერი
საქართველო-უკრაინა
5 სექტემბერი
ისრაელი-საქართველო
6 სექტემბერი
საქართველო-იტალია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა. ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია.
ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპი 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბერს
დასრულდება. ჯფუფური ეტაპი ოთხ ქვეყანაში ჩატარდება: ფინეთში, ისრაელში, რუმინეთსა და თურქეთში.
პლეი ოფში თითო ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის და მერვედფინალში აგრძელებს ასპარეზობას. ტურნირის ფინალურ სტადიას კი უკვე თურქეთი უმასპინძლებს.