უეფას გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ერევნის ნაცვლად ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში (კატოვიცედან 20 კმ-ში) დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.
ქალაქ ტიხის სტადიონი
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ხვალ წინა ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩს გამართავს შინ ბელარუსთან, შემდეგ სწორედ აღნიშნული თამაშია სომხეთთან და მერე კიდევ სამ დღეში ახალი ერთა ლიგის მორიგი მატჩი სტუმრად ჩრდ მაკედონიასთან.