LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ დაიწყო: ჯერ კორეა, მერე დანია (ვიდეო)

92
KJR-3011-0

საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად ქალაქ სტამბოლში შეიკრიბა. კორეის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი არასრული შემადგენლობით ემზადება. შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელ პროცესში, რომელიც ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე წარიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი ლორია, ლაზარე კუპატაძე.
მცველები: ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა, ლაშა დვალი, ლევან ხარაბაძე, ჯაბა ჯიღაური, ჯიმი ტაბიძე.
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯანო ანანიძე.
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია.

კიდევ ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ესენია: გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი.

გასულ კვირას, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კორეისა და დანიის ნაკრებებთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა. დასახელებულ შემადგენლობას ორი ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდა.

უახლოესი შეხვედრებისთვის გუნდს საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. ხოჭოლავა, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს, გუნდთან ერთადაა და მსუბუქ ინდივიდუალურ მომზადებას გადის.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

 

საქართველოს ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა – საქართველო

8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო – დანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები