LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ემბლემა მუდმივ მოძრაობასა და სიცოცხლეს ნიშნავს

27

ახალ ზელანდიურმა გამოცემა NZ Herald-მა მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველო-ახალი ზელანდიის დაპირისპირების წინ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „10 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოზე“.
1. „ლელო“ მომდინარეობს ტრადიციული ქართული სპორტიდან, რომელიც რაგბის ძალიან ჰგავს – ლელო ბურთისგან;

2. გუნდის ემბლემას ჰქვია ბორჯღალი – მზის სიმბოლო შვიდი მოძრავი ფრთით. ეს ქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მუდმივ მოძრაობასა და სიცოცხლეს ნიშნავს;

3. მათი ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება იყო ჩეხეთთან (98-3) 2007 წელს და ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი ინგლისთან (84-6) 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე;

4. საქართველომ გამართული მატჩების 61,53% მოიგო, ანუ 109 თამაში 182-დან. ეს უკეთესი მაჩვენებელია ვიდრე A ჯგუფის ინგლისის (57,39%), უელსისა (53,83%) და ავსტრალიის (52,65%);

5. საქართველოსთვის ყველაზე მეტი ქულა გოლიათმა მამუკა გორგოძემ დააგროვა;

6. საქართველოს ყველაზე აღსანიშნავი გამარჯვებებია 2013 წლის დაპირისპირება სამოასთან (16-15) და გასულ წელს იაპონიასთან (35-24);

7. „ოლ ბლექსს“ აქვს იდენ პარკი, ხოლო საქართველოს ეროვნული სტადიონი თბილისში, სადაც რეკორდი დაამყარეს და 2004 წლიდან 2012 წლამდე არ დამარცხებულან;

8. ცნობილია, რომ „ოლ ბლექსები“ არასდროს დამარცხებულან შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და არგენტინასთან. საქართველოზე იგივეს თქმა შეიძლება უკრაინასთან, ჩეხეთთან და გერმანიასთან დაკავშირებით;

9. მათ რუსეთთან არაერთხელ ჰქონდათ ომი, თუმცა ქართველები რუსებს რაგბის მოედანზე ანადგურებენ და 1993 წლიდან მოყოლებული 19 შეხვედრიდან 17 მოიგეს;

10. ქართველების ყველა ფორვარდს კოტრაქტი აქვს უცხოურ გუნდთან, თუმცა დანარჩენი მოთამაშეების უმრავლესობა ქართულ კლუბებში თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები