LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გუნდურობა აკლია: სერბებმა შემადგენლობა თქვეს

33

24 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩს თბილისში გამართავს. ჩვენი მეტოქე სერბეთის საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა სერბებს ახლა საუკეთესო დროება არ უდგათ. ნაკრების ძირითადი ბირთვი მუდმივ სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია. მიუხედავად ამისა, სტუმრები თბილისში გამარჯვებისთვის მოდიან. სერბეთს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, საქართველო კი, როგორც წესი, პრესტიჟისთვის და კარის გაჯახუნებისთვის თამაშობს ხოლმე. შესარცევებში სპორტული ინტერესი ჩვენთვის მალევე სრულდება.

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა სათბილისო შემადგენლობა უკვე დაასახელა.

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემი, ინგლისი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი თ-ა, ისრაელი), ალეკსანდრ იოვანოვიჩი (ორჰუსი, დანია);

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი, რუსეთი), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი, თურქეთი), სტეპან მიტროვიჩი (გენტი, ბელგია), ნიკოლა მაკსიმოვიჩი (ნაპოლი, იტალია), ალეკსანდრ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), უროშ სპაჰიჩი (ანდერლეხტი, ბელგია);

ნახევარმცველები: მილან ობრადოვიჩი (ანდერლეხტი, ბელგია), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნემანია მატიჩი (ჩელსი, ინგლისი), ლუკა მილოვოევიჩი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ლუბომირ ფეიზა (ბენფიკა, პორტუგალია), ნემანია რადოია (სელტა, ესპანეთი), ზორან ტოშიჩი (ცსკა, რუსეთი), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია);

თავდამსხმელები: ლაზარ მარკოვიჩი (ჰალი, ინგლისი), ალეკსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი, ინგლისი), ანდრია პავლოვიჩი (კოპენჰაგენი, დანია), უროშ ჯორჯევიჩი (პარტიზანი), მიატ გაჩინოვიჩი (აინტრახტი, გერმანია).

 

 

სერბთა ნაკრების მესაჭემ საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

“მეტოქე უცნაური გუნდია. თამაშის მიხედვით, ის ჯგუფში უკეთეს პოზიციაზე უნდა იყოს. ქართველები უკეთესად უტევენ, ვიდრე დაცვაში თამაშობენ. ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ გუნდურო თამაშთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ“, – აღნიშნა მუსლინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები