LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კაპიტანი ფრანგულ რეიმსში ითამაშებს

26

დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ოფიციალურად ფრანგული „რეიმსის“ მოთამაშე გახდა. კანკავამ ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლო დროს „რეიმსი“ აქტიურად იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნით დაინტერესებული და როგორც იქნა მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ჯაბას დებიუტი ფრანგულ კლუბში სავაურაუდოდ შემდეგ კვირას შედგება:
“სულ მინდოდა ევროპაში თამაში. ახლა მომეცა შანსი და იმედია გამოვიყენებ. ჩამოვედი საფრანგეთში, მოვილაპარაკეთ ყველაფერზე, მწვრთნელი შემხვდა ბაზაზე და მოვაწერე 4-წლიან კონტრაქტს ხელი. მწვრთნელმა ჯერ ინდივიდუალურად მავარჯიშა“, – თქვა 29 წლის ფეხბურთელმა.

კანკავამ კარიერა 2000 წელს თბილისის “დინამოში” დაიწყო. 2005 წელს იგი “ალანიაში” გადავიდა, შემდეგ ერთი სეზონი კიევის “არსენალში” გაატარა. 2007 წლიდან დღემდე კი “დნიპროს” ღირსებას იცავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები