LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მიზანი ევროპაა

34

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი დღეს წარადგინა.

„2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გვაქვს შესარჩევი ევრობასკეტ 2017-ზე. ფიბა-ს შემოაქვს ახალი სისტემა – ისეთი, როგორიც ფეხბურთშია – ანუ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები. ეს დიდ შანსს აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, პირდაპირ გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი თამაშით. წელს ძლიერი შესარჩევი ჯგუფი გვყავს, გამოვყოფ მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით იქნება და ასევე სლოვენიაც გაძლიერდება. ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ და რამდენიმე კანდიდატიდან ილიას ზუროსი ავირჩიეთ. იმედი მაქვს, ეს არჩევანი გამართლდება და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ. ზუროსი გამოცდილი მწვრთნელია და მისი გამოცდილება და ცოდნა ძალიან წაადგება ჩვენს ნაკრებს“, – აღნიშნა გაბრიჩიძემ.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულად ასპარეზობდა და ბედნიერი ვარ, რომ იგორ კოკოშკოვის დაწყებული საქმის გაგრძელების უფლება მომეცა. ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა. პირველივე დღიდან მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულნი მიზნის მისაღწევად. ეს არის ეროვნული ნაკრები და მთავარი პატრიოტული სულისკვეთება და დაუღალავი მუშაობაა“, – განაცხადა ზუროსმა.

ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი გუშინ, 18 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართელოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები