ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სფფ-ის პრესსამსახურმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა ფოტო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი საქართველოს დროშასთან ერთად გვილოცავენ 26 მაისის დღესასწაულს.
შეგახსენებთ, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთის წინააღმდეგ 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში ჩაატარებს. 3 ივნისს რუმინეთის ეროვნულ გუნდს ქართველი ფეხბურთელები ბუქარესტში შეხვდებიან. ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთნ თამაში კი 7 ივნისს, “ხეტაფეს” სტადიონზე შედგება.