LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრების მეკარე “კრილია სოვეტოვში” გადავიდა

24

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორია მიმდინარე სეზონიდან “კრილია სოვეტოვში” ითამაშებს. ახალ კლუბს ლორია თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც იცით 29 წლის გოლკიპერმა ”ოლიმპიაკოსი” დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მათ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მოთამაშეების აყვანა კვლავ შეუძლიათ.

რუსული კლუბი საბუთებისა და დოკუმენტების მოგვარების პროცესშია და ლორიას ისინი უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაიფორმებენ.

7 ტურის შემდეგ “კრილია” რუსეთის პრემიერლიგაში 10 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

7 ტურის შემდეგ “კრილია” რუსეთის პრემიერლიგაში 10 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.