გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის მზადება დაიწყო.ინფორმაციას ამის შესახებ სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი გუშინ პირველად შეიკრიბა თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე და ვარჯიშიც ჩაატარა. უკვე ცნობილია დანაკლისის შესახებაც- ტრავმების გამო 5 სექტემბერს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე . წყაროს ინფორმაციით,მიუხედავად იმისა,რომ გუშინ სხვებთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი მაკარიძეს, გიორგი ჭანტურიას, ჯანო ანანიძეს, თორნიკე ოქრიაშვილსა და ოთარ კაკაბაძეს, ისინი გუნდს დღეიდან შეუერთდებიან. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ საშინაო შეხვედრას საქართველო ავსტრიის წინააღმდეგ 5 სექტემბერს, ”დინამო არენაზე” გამართავს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.