LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საქართველოს რკინიგზის” განრიგში ცვლილებებია

37

”საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.  კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ”ავტორადიო” უცვლელად გთავაზობთ:

”პატივცემულო   მგზავრებო,  საქართველოს   რკინიგზაში   მიმდინარე   ინფრასტრუქტურული   სამუშაოების ჩატარებასთან   დაკავშირებით,  კიდევ   ერთხელ   შეგახსენებთ,   რომ    №851    ბათუმი-თბილისის დანიშნულებით  მოძრავ  ჩქარ  ელექტრომატარებელს (დროებით, სამუშაოების დამთავრებამდე)     შეეცვალა   მოძრაობის   განრიგი.   აღნიშნული   ელექტრომატარებელი ბათუმიდან  გამოდის  18 საათსა და 20 წუთზე. (ნაცვლად  16 სათისა და 35 წუთისა).

სს   „საქართველოს     რკინიგზა’’   ბოდიშს   გიხდით     მგზავრებს     შექმნილი დისკომფორტისთვის”, – განთქვამია ”საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები