LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად ნამდვილი ზომბი ჩამოვა

85

კავკასუს ონლაინისა და Fox-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, 3 მარტს საქართველოში სერიალის The Walking Dead პერსონაჟი ზომბი ჩამოვა. მისთვის უკვე შედგენილია სპეციალური პროგრამა: ზომბი დაათვალიერებს თბილისის ღირსშენანიშნეობებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვება. დააგემოვნებს ქართულ კერძებს და ჩაატარებს მასტერკლასს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შაბათს, 5 მარტს ზომბი გუდაურს ესტუმრება, ისრიალებს და დაესწრება ქართული ჯგუფის LOUD Speakers-ის კონცერტს.  პარალელურად დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადსხვა თემატური აქტივობა.

ზომბის ჩამოსვლა საქართველოში ერთის მხრივ კავკასუს ონლაინის კამპანიის „უფრო ახლოს“ გაგრძელებაა, ხოლო მეორეს მხრივ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში სერიალის The Walking Dead ახალი სეზონის დაწყებას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები