კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“საავტომობილო საწვავის ბაზარზე, მოქმედი კომპანიების სარჩელების საფუძველზე, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ საქმის მოკვლევა დაიწყო”,- წერია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა გასულ წლებშიც ჩაატარა. სააგენტომ 2015 წლის ივლისში ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონომიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიებმა მაშინვე გაასაჩივრეს და სამართლებრივი პროცედურები დღემდე