LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

47

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში საწვავის იმპორტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.

მათი მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 73,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1 ათასი ტონით ნაკლებია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 35,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 38,1 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციითვე, 2016 წლის I კვარტალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 224,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 25,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  101,4 ათასი ტონა (+14,1 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 123,5 ათასი ტონა (+ 11,3 ათასი ტონით).

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებს, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში იმპორტირებულია 6,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,6 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2016 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 2,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3 ათასი ტონით ნაკლებია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები