LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშინელი ვიდეო: „ტესლას“ მძღოლმა წითელზე გაიარა და შენობას შეასკდა

52
crash

ოჰაიოს შტატში მოხდა უჩვეულო ავარია, რომელშიც „ტესლას“ ელექტროქარი მონაწილეობდა. Model 3-ის სედანის მძღოლმა განაცხადა, რომ სატერფულები აერია რის გამოც შენობას დაეჯახა. თუმცა, პოლიციას თვითმხილველებმა სულ სხვა ჩვენება მისცეს. ავარიის მიზეზი შესაძლოა საგზაო მოძრაობის წესების განგებ დარღვევა გამხდარიყო და საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია.

ინციდენტის დროს მძღოლი 110 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა და უეცრად მართვა დაკარგა. მანქანამ წითელ შუქზე გაიარა და Greater Columbus Convetion Center-ის შენობას დაეჯახა.

ელექტრომობილმა მინის კედელი შეანგრია და შიგნით აღმოჩნდა. პოლიცია თვლის, რომ მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა, სიჩქარეს გადააჭარბა და წითელზე გაჩერება არც უფიქრია.

ავტომფლობელი გადარჩა, თუმცა ტრავმები მიიღო. შენობას საკმაოდ სერიოზული ზიანი მიადგა და ზარალი 250-დან 350 დოლარამდე ფასდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები