ბარსელონაში გაიხსნა სასტუმრო, რომელიც მთლიანად დალისა და გაუდის ავეჯითაა მოწყობილი. საინტერესო იდეის ავტორი Marriott-ის ქსელში გაერთიანებული ბრენდი Edition გახდა. სასტუმროს დიზაინი მთლიანად კატალონიელი გენიოსის ანტონიო გაუდის სტილში შეიქმნა და მისივე დიზაინით დამზადდა ავეჯიც. მისაღების მოწყობისას სპეციალისტებმა გარდა გაუდისა, ასევე არანაკლებ საკულტო ფიგურის – სალვადორ დალის იდეებიც გაითვალისწინეს და საკმაოდ საინტერესო შედეგიც მიიღეს. სასტუმროს სივრცეში ადგილი ერიკ შმიტის ჭაღისთვისაც გამოიძებნა.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსი სულ 100 ნომერს მოიცავს და მათი ღირებულება ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.