LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაული თუ გინდათ – ქალმა თავისი გასვენების წინ ფურგონში გაიღვიძა

118
Screenshot 2023-07-04 142028

49 წლის ტაილანდელი ქალი მაშინ მოვიდა გონს, როცა ავტომობილით თავისი გასვენების ცერემონიისკენ მიჰყავდათ. The Thaiger-ის ინფორმაციით, გაღვიძებულმა მიცვალებულმა ნათესავები გაოგნებული დატოვა.

ქალი სახელად ჩატაფონი მძიმე დაავადებით იტანჯებოდა. ერთ დღესაც საავადმყოფოში მორიგი ვიზიტის დროს, დედამისს უთხრეს რომ პაციენტის გადარჩენის შანსები ძალიან დაბალი იყო. დედამაც ჩატაფონის სახლში წაყვანა გადაწყვიტა, რადგან ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო.

სახლში წასვლისას კი ქალს შუა გზაში გული გაუჩერდა. ოჯახი მალევე ტაძარში წავიდა, რათა მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოეწყო. თუმცა, როგორც კი ფურგონი დანიშნულების ადგილთან მივიდა, გარდაცვლილი გონს მოვიდა.

შოკირებულმა დედამ ქალიშვილი მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა. ნათესავებს გააგებინეს, რომ გასვენება გადაიდო. ქალის ოჯახი ვარაუდობს, რომ ჩატაფონის გამოღვიძების მიზეზი დიდი ხნის უნახავი ქალიშვილის ნახვის სურვილი გახდა. გოგონა მთელი ეს დრო სხვა ქალაქში ცხოვრობდა და როცა დედის ავადობის შესახებ შეიტყო, მისკენ გამოეშურა.

ამჟამად ჩატაფონი საავადმყოფოში იმყოფება და ქალიშვილის თანადგომით სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები