სათამაშო მანქანები კედელს 200 კმ/სთ სიჩქარით დააჯახეს. Youtube-ზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რა ემართებათ სათამაშო ავტომობილებს კედელთან შეტაკებისას. კლიპი ეკუთვნის კომპანია dynamictes center-ს, რომელიც ცნობილი სწორედ უჩვეულო კრაშ-ტესტებით გახდა. ახალ ექსპერიმენტში კი სპეციალისტები სპორტქარის Wiesmann-ის მასშტაბურ მოდელს, მოტოციკლზე დამჯდარ სანტა კლაუსის ფიგურას, ვეტმფრენს, ბარბის ავტომობილსა და ლეგოსგან აწყობილ სუპერქარ Ferrari Enzo-ს ცდიან. თითოეული სათამაშო 200 კმ/სთ-ით მოძრაობს და შედეგი მართლაც საინტერესოა.