LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშოების მწარმოებელი Toyota-ს პიკაპის გაკეთებაში დაეხმარება

36

კომპანია Toyota-ს ავსტრალიური ოფისი სათამაშო სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ ფირმა Tonka-სთან ერთად ახალი ყველგანმავალი კონცეპტუალური ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. პროტოტიპის საფუძვლად პიკაპი Toyota Hilux იქნება გამოყენებული.

Toyota-ში აღნიშნეს, რომ კონცეპტი სერიული პიკაპისგან განსხვავებული იქნება განსაკუთრებული დაკიდებით, დიდი ბორბლებით, ახალი ბამპერებით, რადიატორის ჩარჩოთი და სხვა დეტალებით.

კონცეპტ ქარი შავსა და ყვითელში შეიღებება, რომელიც კომპანია Tonka-ს საფირმო ფერები გახლავთ.

პროტოტიპის პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, ავტომწარმოებელი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ კონცეპტს უახლოეს თვეებში აჩვენებენ.

Toyota-სთვის და Tonka-სთვის ეს პირველი თანამშრომლობა არ გახლავთ. 2015 წელს ავტომწარმოებელმა წარმოადგინა პროტოტიპი, რომელიც ყველგანმავალი 4Runner-ის ბაზაზე იყო აწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები