LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო ავტომობილები ჰაერს აღარ დააბინძურებენ

55
new-possibiblites-same-dependable-trucks

2040 წლიდან ევროპაში მოძრავი სატვირთო ავტომობილები ჰაერს აღარ დააბინძურებენ.
უფრო ზუსტად კი 2040 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ევროპაში საერთოდ აღარ აწარმოებენ. ამის ნაცვლად ყველა სატვირთო მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ძრავით იქნება აღჭურვილი, ანუ ელექტროენერგიაზე ან წყალბადზე იმუშავებს.
მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა კონტინენტზე 2030 წლისთვის 2019 წელთან შედარებით 30%–ით უნდა შემცირდეს.

ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის შეთავაზება საწვავზე გადასახადის გაზრდა იყო, რათა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის შემუშავება უფრო მოთხოვნადი გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილი გარემოს დაბინძურებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს და ჰაერში მავნე გამონაბოლქვის 24%–ზეა პასუხისმგებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები