ამერიკულ პისტსბურგში კომპანია Argo AI-ის უპილოტო ავტომობილი, რომელშიც Ford-მა მილიარდი დოლარი ჩადო, ავარიაში მოყვა. შედეგად ავტონომიური მართვის მქონე ავტომობილის ორი მგზავრი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
საგზაო შემთხვევაში დამნაშავედ სატვირთოს მძღოლი ცნეს. მან შუქნიშნის აკრძალულ სიგნალზე გაიარა და უპილოტო ავტომობილს შეეჯახა. დაზარალებულები საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.
სხვადასხვა კომპანიის უპილოტო ავტომობილები არაერთხელ მოხვედრილან ავარიაში.
A #selfdriving @argoai_llc vehicle involved in accident near 16th St Bridge in #Pittsburgh. @PghPolice on scene. Follow #wpxi for more details. #autonomous #BreakingNews pic.twitter.com/5oBeHkapyw
— Jason G (@wpxijg) 10 January 2018