6 ევროპული საშობაო ბაზრობა მსოფლიოში საუკეთესოთა ტოპ-10-ში მოხვდა. ასეთი მონაცემები ტურისტულმა პორტალმა Planet Cruise-მა გაავრცელა.
მსოფლიოში საუკეთესო საშობაო ბაზრობა, 2022 წლის მონაცემებით ნიუ იორკში მდებარე Bryant Park Winter Village-ია. ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ კი ბრიტანული, კერძოდ კი ლონდონში მდებარე „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ დასახელდა. საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ ასევე გერმანიის და პოლონეთის ბაზრობებიც.
საშობაო მარკეტის გამართვის იდეა თავდაპირველად ფრანკფურტში, 1393 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ეს ტრადიცია სადღესასწაულო პერიოდის განუყოფელ და ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ნაწილად იქცა.
მსოფლიოში საუკეთესო ტოპ-10 საშობაო ბაზრობა:
1. ნიუ იორკი
2. ლონდონი
3. ტორონტო
4. კალიფორნია
5. იორკი (ინგლისი)
6. ფრანკფურტი
7. დრეზდენი
8. ვროცლავი
9. კრაკოვი
10. ბუდაპეშტი.