პარიზის ხელისუფლებამ 102 წლიანი აკრძალვის შემდეგ მდინარე სენაში ბანაობა ოფიციალურად კანონიერი გახადა. სიახლის შესახებ France 24 წერს.
საბანაო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა და ათობით პარიზელი წყალში შევიდა. როგორც მათმა უმრავლესობამ განაცხადა, საფრანგეთის დედაქალაქის მთავარ მდინარეში შესვლაზე ისინი ბავშვობიდან ოცნებობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სენაში ბანაობა უკიდურესი დაბინძურების გამო 1923 წლიდან აიკრძალა. 2015 წლიდან კი წყლის გასაწმენდად ბიუჯეტიდან არანაკლებ 1,4 მილიარდი ევრო დაიხარჯა.
სენაში გაგრილებისთვის მერიამ სამი სპეციალური ზონა მოაწყო, სხვა ადგილებში ბანაობა კი კვლავინდებურად აკრძალული იქნება.
ექსპერტები წყლის ხარისხს მუდმივად გააკონტროლებენ და თუკი ის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, შეზღუდვები ისევ გამკაცრდება.