LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი ძვირდება, როგორია ანალიტიკოსების პროგნოზი

45

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში საწვავი 2-4 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. მიზეზებზე  იმპორტიორთა კავშირში ღიად საუბრობენ, სადაც გვითხრეს, რომ ეს პირველ რიგში ნავთობზე ფასის ზრდას უკავშირდება. ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 57 დოლარია.

ამ თემაზე „ფორტუნა“ ანალიტიკოს დავით წიქარიძეს ესაუბრა, რომელმაც რამდენიმე მთავარ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესრულების დონე, რამაც ანალიტიკოსის თქმით, ხელი შეუწყო სანავთობო ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსის აღდგენას. გარდა ამისა, ასევე მთავარ მიზეზად სახელდება ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რაც საფრთხეს უქმნის ნავთობმომპოვებელი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს. ასევე განიხილება კიდევ ერთი ფაქტორი-ამერიკაში ბოლო დროს რამდენჯერმე ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების მუშაობის შეწყვეტის დაფიქსირებას.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები უახლოეს მომავალში ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები