ბრაზილიური ავიაკომპანია მგზავრებს პასპორტების ნაცვლად სელფების გამოყენების უფლებას მისცემს. დაბალბიუჯეტიანმა ავიაგადამზიდმა Gol-მა შექმნა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მგზავრების რეგისტრაციას ბევრად უფრო მარტივს გახდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სახის ამომცნობი პროგრამა პასპორტის მონაცემების შეყვანის აუცილებლობას გააქრობს, რაც ძალიან დიდ დროს დაზოგავს. როგორც ცნობილია, სიახლე ადგილობრივ და საერთაშორისო რეისებზე ივნისის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Gol-მა მგზავრებს სოციალური ქსელების მეშვეობით დარეგისტრირების უფლებაც მისცა.