”სელტიკმა” და ”რეინჯერსმა” შესაძლოა 2019 წელს ინგლისის მეხუთე დივიზიონში ითამაშონ.
გლაზგოურ გრანდებს ბოლოს და ბოლოს კონკურენტები გამოუჩნდებათ.
ინგლისის საფეხბურთო ლიგამ, რომელიც ჩემპიონშიპს, ლიგა 1-ს და ლიგა 2-ს მოიცავს, 2019/20 წლების სეზონისთვის კიდევ ერთი დივიზიონით გაფართოებას განიხილავს, რომელიც იერარქიით მეხუთე იქნება. ამასთან, თითოეულ დივიზიონში მონაწილეთა რიცხვი 24-დან 20-მდე შემცირდება.
ახალ მეხუთე ლიგაში ”სელტიკისა” და ”გლაზგო რეინჯერსის” მიღებაც განიხილება. შოტლანდიური გრანდების ინგლისურ ფეხბურთში მონაწილეობის თემა ბრიტანეთში ერთ-ერთი უძველესია.
ინგლისის საფეხბურთო ლიგებში უელსის ექვსი კლუბი მონაწილეობს, ”სუონსი” საერთოდ პრემიერლიგაშია.