ადამიანის ინტიმური ცხოვრება მის ასაკზეა დამოკიდებული. ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და კიდევ ერთხელ დაადგინეს, რომ სექსი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. უფრო მეტიც, მათ ასაკთან შესაბამისი ზუსტი ციფრიც დაასახელეს. მაგალითად, 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანებს ინტიმური ურთიერთობა წელიწადში 112-ჯერ მაინც უნდა ქონდეთ. 30-დან 39 წლამდე კი ეს ციფრი 86-მდე მცირდება. ხოლო, 40-49 წლის ასაკში კი ურთიერთობების სიხშირე 69-ს აღწევს. ექსპერტების აზრით, ეს არის გარკვეული კანონზომიერება – ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში სექსი იკლებს და მინიმალურ რაოდენობას აღწევს.