LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსიზმი ჰოლივუდში: ჯენიფერ ლოურენსის პროტესტს მხარი მამაკაცებმაც დაუჭირეს

40

მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ჰოლივუდში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ განაცხადა. „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავმა დაწერა ესსე, სადაც ნათქვამია იმის შესახებ, რომ ფილმმა „ამერიკული აფიორა“ გაცილებით ნაკლები გამოიმუშავა, ვიდრე ცალკეულად მისმა კოლეგა-მამაკაცებმა: ბრედლი კუპერმა, ჯერემი რენერმა და კრისტიან ბეილმა. ჯენმა აღიარა, რომ მოერიდა მოეთხოვა უფლება ჰონორარზე, რათა მასზე ცუდი შთაბეჭდილება არ შექმნოდათ.

ლოურენსის აღირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მამაკაცი კოლეგებისგან, მათ შორის იყო თავად ბრედლი კუპერიც.

„სამყაროში ორმაგი სტანდარტები არსებობს. ამ დროისთვის ჩვენ ყველა საშუალებას დავეუფლეთ. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი შრომა და ანაზღაურება ერთმანეთს არ შეესაბამება, აუცილებლად შეცვალეთ მიდგომა ამ პრობლემის მიმართ. მოითხოვეთ მეტი – მიმართეთ სიენა მილერისა და ემი ადამსის მაგალითს – მათ სასურველს მიაღწიეს“, – წერს ბრედლი კუპერი.

როგორც ჩანს პრობლემა მართლაც აქტუალურია, რადგან ლოურენსს მხარდაჭერა ბევრმა მსახიობმა გამოუცხადა „ტვიტერის“ საშუალებით. მათ შორის იყვნენ: ემა უოტსონი, ელიზაბეტ ბენკსი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები