თეთრი საცურაო კოსტიუმი, ალისფერი ტუჩები – სწორედ ასეთ მდგომარეობაში იღებდა ჯენიფერ ლოპესი მზის აბაზანებს, როდესაც ის პაპარაცებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით რამდენიმე ფოტო მან თავადაც გააზიარა სოციალურ ქსელში. მომღერლის სელფებმა უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.
ცოტა ხნის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ლოპესმა მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა მომღერლის მხრიდან ამ ფაქტზე კომენტარი არ გაკეთებულა.