იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” შინ “უდინეზესთან” 0:1 წააგო. გამარჯვებული გუნდის მხრიდან ტურის სიმბოლურ გუნდში მეკარე კარენზისი მოხვდა.
ყველაზე მაღალი შეფასება კი “სამპდორიას” ფორვარდმა მურიელმა მიიღო, რომელმაც “კარპის” 2 გოლი გაუტანა.
გთავაზობთ პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებს.
მეკარე: კარნეზისი (”უდინეზე”)
მცველები: ფლორენცი (”რომა”), ელ კადური (”პალერმო”), მირანდა (”ინტერი”), ალონსო (”ფიორენტინა”)
ნახევარმცველები: პერესი (”ტორინო”), ფერნანდო (”სამპდორია”), ბასელი (”ტორინო”), აველარი (”ტორინო”)
თავდამსხმელები: მურიელი (”სამპდროია”), ვასკესი (”პალერმო”)