LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანსი ორისათვის: ყველაფერი ინგლისში გაირკვევა

37

მადრიდის „ატლეტიკომ“ „ლესტერი“ 1:0 დაამარცხა. მართალია, ანგარიში მინიმალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისის ჩემპიონს გოლის გატანის შანსი არ ქონია. მიუხედავად ამისა, ალბათ ეს ანგარიში ორივე გუნდს აწყობს. მადრიდელებმა შინ არ გაუშვეს, ინგლისელებმა კი მინიმალურად წააგეს და ბუნებრივია შანსი აქვთ.
საერთო ჯამში, რთულია ფავორიტის გამოყოფა, თუმცა „ატლეტიკოსთვის“ 1:0 კომფორტული ანგარიშია, იცის ამ გუნდმა და მისმა სიმეონემ როგორ მოიქცნენ მსგავს შემთხვევებში და „ლესტერზე“ დიდებიც არაერთხელ მოუნალებიათ.

მადრიდული მატჩი კი მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტებიც არ ყოფილა.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ანტუან გრიზმანის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი თავად ფრანგმა პატარა უფლისწულმა გაიტანა. სათქმელია, რომ საკამათოა იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი.

მოკლედ, ველოდებით განმეორებით ინგლისურ თამაშს.

„ატლეტიკო“ – „ლესტერ სიტი“ 1:0 (1:0)

მადრიდი, „ვისენტე კალდერონი“, 45 000 მაყურებელი

„ატლეტიკო“: ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; ნიგეზი, გაბი, კოკე, კარასკო (კორეა 65); გრიზმანი, ტორესი (ტომასი 75)

„ლესტერ სიტი“: შმეიხელი; სიმპსონი, ბენალუანე, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი, დრინკუოთერი, ნდიდი, ალბირგტონი; ოკაზაკი (კინგი 46), ვარდი (სლიმანი 77)

გოლი: 1:0 გრიზმანი (28,პენ)

გაფრთხილება: ალბირგტონი (27), ბენალუანე (49), ჰუტი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 6 (0) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები