ფანებმა სინათლის შოუ მოაწყვეს ფინალის ნაცვლად, რომელშიც „შაპეკოენსე“ უნდა ეთამაშა.
ავიაკატასტროფაში დაღუპულები გრანდიოზულად მოიხსენიეს.
8 დეკემბრის საღამოს „შაპეკოენსეს“ და კოლუმბიის „ატლეტიკო ნასიონალს“ სამხრეთ ამერიკის თასის განმეორებითი მატჩი უნდა ეთამაშათ. ფეხბურთის ნაცვლად სტადიონზე ამერიკის სხვადასხვა კლუბის გულშემატკივართა მონაწილეობით სინათლის შოუ გაიმართა.
„შაპეკოენსეს“ მეტოქეს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.
„შაპეკოენსეს“ ფეხბურთელებით დატვირთულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 28 ნოემბერს კოლუმბიაში განიცადა, სადაც გუნდი სუდამერიკის თასის პირველ ფინალურ მატჩზე მიდიოდა. ბორტზე 77 ადამიანი იმყოფებოდა, 6 გადარჩა, მათგან სამი ფეხბურთელი.
სამხრეთ ამერიკის თასი – ლათინურ ამერიკაში ევროპა ლიგის ანალოგია.
El estadio donde se jugaría la final de vuelta hoy rindió homenaje al Chapecoense. Los pelos de punta.
— Capitanes del Fútbol (@FutCapitanes) December 8, 2016