LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარზე უარის თქმა შესაძლებელია – 6 რჩევა დიეტოლოგისგან

216
Capture

ვის არ უყვარს შაქარი? იქნება ეს შოკოლადის, ნამცხვრის თუ ჯემის სახით, ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გემრიელია.
არადა ზედმეტ შაქარს ძალიან ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია – დიაბეტი, ზედმეტი წონა, გულის დაავადებები და ა.შ.
ბრიტანელმა დიეტოლოგმა დევიდ სტაშმა დაასახელა რამდენიმე გზა, რომელიც შაქარზე უარის თქმაში დაგეხმარებათ.

1. ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს
ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა რაოდენობის შაქარს იღებთ ყოველდღიურად. ზოგიერთ პროდუქტში შაქრის შემცველობა შესაძლოა დიდი სიურპრიზიც კი აღმოჩნდეს. ადამიანთა უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს და შესაძლოა ისე გახდეს ტკბილზე დამოკიდებული რომ ვერც გაიგოს.

2. წყურვილი
შემდეგში როდესაც რაღაც ტკბილი მოგინდებათ, წყლის დალევა სცადეთ. ხშირად ორგანიზმი წყურვილს რაღაც გემრიელის მირთმევის სურვილად იღებს, ამიტომ მიირთვით წყალი. თუკი წყალი არ დაგაკმაყოფილებთ, მაშინ მიირთვით რამე ცილოვანი, მაქსიმალურად ნაკლები შაქრით.

3. გადაყარეთ ყველაფერი ტკბილი
ცდუნებასთან ბრძოლა რომ არ მოგიწიოთ, უბრალოდ ადექით და ტკბილეული თავიდან მოიშორეთ. მნიშვნელოვანია, რომ შაქრის გარეშე რაც შეიძლება დიდ ხანს გაძლოთ, დროთა განმავლობაში კი გემოს რეცეპტორები შეგეცვლებათ და ტკბილეულის მირთმევის სურვილიც იკლებს.

4. ვარჯიში
დევიდი ფიქრობს, რომ ვარჯიში ტკბილეულისგან თავის შორს დასაჭერად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა სისხლში ენდორფინის, ანუ ბედნიერების ჰორმონის დონეს ზრდის და არაჯანსაღი სურვილების დამარცხებასაც აადვილებს.

5. იპოვე ალტერნატივა
ტკბილეულის მირთმევა ზოგჯერ არის ჩვევა, რომლის დაძლევაც არც თუ ისე მარტივია. ამ რთულ გზაზე ბრძოლა უმჯობესია გარკვეული ალტერნატივის მოძებნით დაიწყოთ. იპოვეთ რამე რასაც პროტეინის მაღალი შემცველობა და მაქსიმალურად ნაკლები შაქარი აქვს. მაგალითად – ჩირები, თხილეული თუ ჯანსაღი სასუსნავი.

6. დაისახე მიზანი
შაქარზე დამოკიდებული ადამიანებისთვის მთელი დღის ტკბილეულის გარეშე გატარება ნამდვილი მიღწევაა. ამიტომ დაისახეთ მიზანი, გამოიწვიეთ თქვენი თავი და ფინალში გასვლის შემდეგ ჯილდოც არ დაგავიწყდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები