LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონს ახალი რომანი აქვს

35

ახალი ფილმისთვის შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი მოიმატა. მსახიობმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზედმეტი კილოგრამები მას დიდ დისკომფორტს უქმნის, თუმცა როგორც ჩანს, მომატებული წონა ტერონს ახალი სიყვარულის პოვნაში ეხმარება: პაპარაცებმა ის უკვე რამდენჯერმე დააფიქსირეს მსახიობთან და პროდიუსერთან, სეტ მაკფარლეინთან ერთად. წყვილი ბევრს იღიმოდა და ერთმანეთს თვალს არ აცილებდა.

ვარსკვლავებმა ერთმანეთი 2014 წელს ფილმის „თავის დაკარგვის მილიონი საშუალება“ გადაღებებზე გაიცნეს. მას შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ ერთმანეთის კომპანიაში თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები