შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ასეთ დროს შეუძლებელია კარგი წყვილები არ დაჯდეს და ახლაც ასე მოხდა.
ბარსელონა – რომა
სევილია – ბაიერნი
იუვენტუსი – რეალი
მანჩესტერ სიტი – ლივერპული
წილისყრაში მონაწილეობა მიიღო ფინალური მატჩის ელჩმა ანდრეი შევჩენკომ.
1/4-ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდების დაპირისპირება არ იკრძალებოდა და არც განთესილები ყოფილან.
პირველი მატჩები 3 და 4 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი – 10 და 11 აპრილს.
ნახევარფინალში შეიძლება სამი ესპანური გუნდი გავიდეს. ინგლისს კი ერთი წარმომადგენელი უეჭველი ეყოლება.
3 აპრილი, სამშაბათი
სევილია» – ბაიერნი
იუვენტუსი – რეალი
4 აპრილი, ოთხშაბათი
ბარსელონა – რომა
ლივერპული – «სიტი
10 აპრილი, სამშაბათი
რომა – ბარსელონა
სიტი – ლივერპული
11 აპრილი, ოთხშაბათი
ბაიერნი – სევილია
რეალი – იუვენტუსი
1/2-ფინალური ეტაპის წილისყრა 13 აპრილს ჩატარდება.
1/2-ფინალები 24/25 აპრილს და 1/2 მაისს გაიმართება.
ფინალურ შეხვედრას 26 მაისს კიევის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.