LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეანელეთ: ამსტერდამში მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეიზღუდება

49
amsterdam

2023 წლიდან ამსტერდამში სატრანსპორტო საშუალებებისთვის სიჩქარის ახალი რეჟიმი ამოქმედდება, ქუჩების უმრავლესობაში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება აკრძალული იქნება.

ერთადერთი გამონაკლისი ვისაც ახალი წესები არ შეეხება – ავარიული და ექსტრემალური სამსახურები იქნებიან, მათ უფლება ექნებათ რომ საათში 50 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდურ ქალაქში უკვე არსებობს უამრავი მონაკვეთი, სადაც სიჩქარის რეჟიმი 30 კმ/სთ-ია. ძირითადად ეს ცენტრს და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს შეეხება. დასახლების დანარჩენ ნაწილში ამჟამად გადაადგილება 50 კმ/სთ სიჩქარითაც შეიძლება.

ქალაქებში სიჩქარის შეზღუდვა ევროპის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს მთავარი რეკომენდაციაა. ევროკავშირი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და ტრავმირებულთა რაოდენობა მინიმუმ 50%-ით მაინც შეამციროს. როგორც წესი, მძიმე ავარიებში უმეტესად ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისები ზარალდებიან ხოლმე.

ანალოგიური სიჩქარის რეჟიმი უკვე მოქმედებს ევროპის სხვა მეგაპოლისებში, მაგალითად – პარიზში, ბრიუსელში, მილანსა და ჰელსინკიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები