LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემადგენლობა დასახელდა, ბილეთები იყიდება

43

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ უახლოეს მატჩს შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ 4 და 7 სექტემბერს დაგეგმილი მატჩებისთვის, რომელიც თბილისსა და დუბლინში გაიმართება 24-კაციანი შემაგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია);

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( „ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე ( „ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია)
საქართველოს ნაკრები არასრული შეადგენლობით პირველ ვარჯიშს, 31 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩაატარებს.

3 სექტემბერს 19:00 საათზე კახა ცხადაძე მატჩისწინა პრესკონფერენციას „დინამო არენაზე“ გამართავს, 19:30 წუთიდან კი ოფიციალური ვარჯიში მატჩის მასპინძელ სტადიონზე შედგება. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის გადაღების შესაძლებლობა პირველი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ.

საქართველო-შოტლანდიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო. ბილეთების რეალიზაციის პროცესი „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად 11:00-18:00 საათამდე მიმდინარეობს. მატჩის დღეს, 4 სექტემბერს სტადიონის სალაროები შეხვედრის დაწყებამდე იმუშავებს.
საქართველო-შოტლანდიის შეხვედრის ბილეთების ფასი 10,15 და 20 ლარს შეადგენს.

საქართველო-შოტლანდიის მატჩი თბილისში, 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები